თეგი: კარენ დონფრიდი

აშშ-ის პოზიცია ზოგიერთი ევროპელი ლიდერის განსხვავებულ მიდგომაზე რუსეთის მიმართ

აშშ-ისა და ევროპის პასუხი, ყოველ შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომზე, არის ძალიან ერთიანი და თამამი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება, გაგრძელდეს ეს ერთობა? რადგან განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინოა. საფრანგეთი, იტალია, გერმანია, საუბრობენ მოლაპარაკებებზე. პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი არ უნდა იყოს დამცირებული. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, შეერთებული შტატებს და ამ ჯგუფს სურს, რომ რუსეთი დამარცხებული ნახოს. ამ შეკითხვით მიმართა პოლონელმა ჟურნალისტმა კარენ დონფრიდს. ემანუელ მაკრონი: პუტინის ისტორიული შეცდომის მიუხედავად, რუსეთი არ უნდა დავამციროთ „ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებული იყო 24 თებერვლამდე არსებული ვითარებით. ის, რასაც ჩვენ ვხედავდით, მიუთითებდა ზუსტად უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე, რომელიც შემდეგ ვნახეთ, 24 თებერვალს. ბევრი ჩვენი მოკავშირე იზიარებდა ამ შეფასებას; სხვები - არა. ამრიგად, ვფიქრობ, როდესაც ეს სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, NATO-ს ალიანსისა და აშშ-ის ურთიერთობა პარტნიორებთან ისე გაძლიერდა, როგორც არასდროს. ერთ საინტერესო ამბავზე გავამახვილბ თქვენ ყურადღებას - ევროკავშირიდან ჩემმა კოლეგამ რამდენიმე ჩვენგანს უთხრა, რომ ეს იყო ევროპის 11 სექტემბერი. და ვფიქრობ, განსაკუთრებით ევროპელებისთვის, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ დღის ბოლოს პუტინი გადაწყვეტდა სრულმასშტაბიან შეჭრას, ეს შოკი იყო. „ვფიქრობ, საოცარ ერთიანობამდე მივედით არამარტო იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ შეუძლია NATO-ს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა, არამედ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხითაც, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ ერთად ვაკისრებთ ხარჯებს რუსეთს, რომ ცხადი გახდეს, რამდენად არასწორია მისი ქმედება. ამრიგად, დიახ, ვფიქრობ, არის ზეწოლა ამ ერთობაზე. და ჩემ თავდაპირველ ნათქვამს რომ დავუბრუნდე, ვფიქრობ, განსხვავებული გაგება იარსებობდა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა სინამდვილეში რუსეთი. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი უკრაინაში რუსეთის ომსა და საქართველოზე მაგრამ ჩვენ მტკიცედ დავიკავეთ ჩვენი პოზიცია, რადგან ამის საფუძველია ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ვიზიარებთ - რომ მიუღებელია სხვისი ქვეყნის სუვერენეულ ტერიტორიაზე შეჭრა; რომ თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ჩვენ გვჯერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ პრინციპების და ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მის დასაცავად. დიახ, იქნება გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, ის რაც გვაერთიანებს, ამ ყველაფერს გადაწონის“, - განაგრძო დონფრიდმა.

კარენ დონფრიდი​: ვიცი, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს დამოუკიდებლობას - ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

„მოხარული ვარ, რომ აქ თქვენთან ერთად აღვნიშნავ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ისევე როგორც ჩვენს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლის იუბილეს. დღეს, ასევე განსაკუთრებით მოხარული ვარ, მივესალმო საქართველოს ახლად დანიშნულ ელჩს დავით ზალკალიანს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ვაშინგტონში, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდიმ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ასევე, აშშ-თან 30-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების აღსანიშნავ ღონისძიებაზე განაცხადა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი უკრაინაში რუსეთის ომსა და საქართველოზე „ვიცი, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს დამოუკიდებლობას მისი აღდგენის დღიდან. შემდგომში კრემლის აგრესიის წინააღმდეგ, საქართველოს მოსახლეობამ გამოავლინა გამძლეობა და მონდომება ქვეყნის თავისუფლების შესანარჩუნებლად. შეერთებული შტატები თქვენთან ერთად იდგა ამ გზაზე აღმავლობისა თუ სირთულეების პერიოდში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ბოლო რამდენიმე თვემ მთელ მსოფლიოს შეახსენა კრემლის სისასტიკე და საერთაშორისო წესრიგის წესების აშკარა უგულვებელყოფა. რა თქმა უნდა, ქართველი ხალხი ამ რეალობით ცხოვრობდა წლების განმავლობაში, რაც 2008 წლის ომმა მკაფიოდ აჩვენა. ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, რაც გამოიხატა უკრაინის მიმართ, მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის თვალსაზრისით. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, რომ ხალხი და მთავრობა დარჩნენ ერთიანები და გამოხატონ ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. დაყოფა მხოლოდ კრემლს მოუტანს სარგებელს, რადგან რუსეთი განაგრძობს არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და ახორციელებს აგრესიას. მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, პრიორიტეტი მიანიჭოს დემოკრატიის გაძლიერებას, კანონის უზენაესობას დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და მედიის თავისუფლებას. ეს არის ნაბიჯები თქვენი ევროატლანტიკური მომავლისკენ და ეს ნაბიჯები აძლიერებს თქვენს მდგრადობას კრემლის დესტაბილიზაციის მცდელობების წინააღმდეგ. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ჩვენ ერთად მივაღწიეთ პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციაში და ძლიერი თავდაცვისა და უსაფრთხოების პარტნიორობის ჩამოყალიბებაში. საქართველო არის უფრო ძლიერი, უფრო დამოუკიდებელი და უფრო განვითარებული. თუმცა ყველამ ვიცით, რომ ბევრი სამუშაო რჩება. შეერთებული შტატები მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს ხალხის მისწრაფებებს დემოკრატიული და განვითარებული მომავლისკენ. ამიტომაც იმყოფებოდა სახელმწიფო მდივნის მრჩეველი დერეკ შოლე ცოტა ხნის წინ თბილისში და ამიტომაც მოუთმენლად ველი საქართველოში ვიზიტს“, - განაცხადა კარენ დონფრიდიმ „იმედის“ ცნობით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, კარენ დონფრიდი უკრაინაში რუსეთის ომსა და საქართველოზე

აშშ-ის პოლიტიკა რუსეთის, უკრაინისა და ევროპის მიმართ იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პრესკონფერენციის თემა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტში 8 ივნისს გაიმართა. დონფრიდმა ისაუბრა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებულ სრულმასშტაბიან ომზე, მანამდე არსებულ ვითარებასა და NATO-ს, აშშ-ისა და მისი პარტნიორების უპრეცედენტო ერთიანობაზე. აშშ-ისა და ევროპის პასუხი, ყოველ შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომზე, არის ძალიან ერთიანი და თამამი, მაგრამ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ეს ერთობა? რადგან განსხვავებები უფრო და უფრო თვალსაჩინოა. საფრანგეთი, იტალია, გერმანია, საუბრობენ მოლაპარაკებებზე. პრეზიდენტმა მაკრონმა თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი არ უნდა იყოს დამცირებული. მეორე მხრივ, ჩვენ ვხედავთ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, შეერთებული შტატებს და ამ ჯგუფს სურს, რომ რუსეთი დამარცხებული ნახოს. ამ შეკითხვით მიმართა პოლონელმა ჟურნალისტმა კარენ დონფრიდს. „ბაიდენის ადმინისტრაცია ძალიან შეშფოთებული იყო 24 თებერვლამდე არსებული ვითარებით. ის, რასაც ჩვენ ვხედავდით, მიუთითებდა ზუსტად უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრაზე, რომელიც შემდეგ ვნახეთ, 24 თებერვალს. ბევრი ჩვენი მოკავშირე იზიარებდა ამ შეფასებას; სხვები - არა. ამრიგად, ვფიქრობ, როდესაც ეს სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდა ზუსტად ისე, როგორც ჩვენ ვვარაუდობდით, NATO-ს ალიანსისა და აშშ-ის ურთიერთობა პარტნიორებთან ისე გაძლიერდა, როგორც არასდროს. ერთ საინტერესო ამბავზე გავამახვილბ თქვენ ყურადღებას - ევროკავშირიდან ჩემმა კოლეგამ რამდენიმე ჩვენგანს უთხრა, რომ ეს იყო ევროპის 11 სექტემბერი. და ვფიქრობ, განსაკუთრებით ევროპელებისთვის, რომლებსაც არ სჯეროდათ, რომ დღის ბოლოს პუტინი გადაწყვეტდა სრულმასშტაბიან შეჭრას, ეს შოკი იყო. „ვფიქრობ, საოცარ ერთიანობამდე მივედით არამარტო იმ თვალსაზრისითაც, თუ როგორ შეუძლია NATO-ს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვა, არამედ ევროკავშირთან თანამშრომლობის კუთხითაც, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ ჩვენ ერთად ვაკისრებთ ხარჯებს რუსეთს, რომ ცხადი გახდეს, რამდენად არასწორია მისი ქმედება. და ჩემ მიერ თავდაპირველად გაკეთებულ კომენტარს რომ დავუბრუნდე, ვფიქრობ, განსხვავებული გაგება არსებობდა იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა სინამდვილეში რუსეთი. მაგრამ ჩვენ მტკიცედ დავიკავეთ ჩვენი პოზიცია, რადგან ამის საფუძველია ის ფუნდამენტური პრინციპები, რომლებსაც ვიზიარებთ - რომ მიუღებელია სხვისი ქვეყნის სუვერენეულ ტერიტორიაზე შეჭრა; რომ თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, აირჩიოს საკუთარი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა. ჩვენ გვჯერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ამ პრინციპების და ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მის დასაცავად. დიახ, იქნება გამოწვევები, მაგრამ ვფიქრობ, ის რაც გვაერთიანებს, ამ ყველაფერს გადაწონის“, - განაგრძო დონფრიდმა. განიხილავთ თუ არა აშშ საქართველოსთან რაიმე სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებას, მრავალი სამხედრო საბრძოლო მასალის მიწოდებას და სხვა. ასევე, როგორ უყურებს ევროპარლამენტარების მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების შესახებ, ამერიკელმა დიპლომატმა ამ შეკითხვასაც უპასუხა. „სანქციები არის ინსტრუმენტი, რომელსაც აშშ-ის მთავრობა იყენებს მთელ მსოფლიოში კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ჩვენ არასდროს ვაცხადებთ წინასწარ სანქციების შესახებ. მაგრამ ვფიქრობ, თქვენ ხედავთ, როგორ გამოიყენა აშშ-მ ეს ინსტრუმენტი სხვა ადგილებში...და, მე ვიტყოდი საქართველოს შესახებ, რომ ჩვენ მოვუწოდებთ ქართველ ოფიციალურ პირებს წინ წაიწიონ სასიცოცხლო მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმების მიმართულებით, რაზეც ჩვენ ასე მჭიდროდ ვიმუშავეთ ჩვენს ქართველ კოლეგებთან. მე ვფიქრობ, რომ ერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი გაკვეთილი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არის ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი დემოკრატიები და ყველა ჩვენგანის საჭიროება, ვიმუშაოთ ჩვენი დემოკრატიების განმტკიცებაზე. ასე რომ, ჩემი გზავნილი საქართველოსთვის არის - განაგრძეთ წინსვლა ამ გზაზე, იყავით ძლიერი დემოკრატია. რასაც ჩვენ დღეს აქ ვაკეთებთ, ჩემი პატივისცემის მაგალითია ყველა თქვენგანის მიმართ. ნებისმიერ დემოკრატიაში თავისუფალი პრესა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ დემოკრატიის ყველა  ასპექტზე და დავრწმუნდეთ, რომ ჩვენს ქვეყნებში მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გვქონდეს დემოკრატიები ძლიერი ინსტიტუტებითა და გავაგრძელოთ მუშაობა მის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა.

კარენ დონფრიდი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა

14-19 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა, რათა ხაზი გაუსვას აშშ-ის ერთგულებას მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობისადმი სამხრეთ კავკასიის რეგიონში. სახელმწმიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სამივე ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილის აღსანიშნავად, მდივნის თანაშემწე დონფრიდი ხაზს გაუსვამს აშშ-ის მხარდაჭერას ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ, ასევე - აზერბაიჯანის, საქართველოსა და სომხეთის უფლებას, თავად განსაზღვრონ საკუთარი გზები. კარენ დონფრიდი ასევე ხაზს გაუსვამს შეერთებული შტატების მზადყოფნას, დაეხმაროს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთა შორის კავშირების განვითარების მხარდაჭერის გზით მთელ რეგიონში. კარენ დონფრიდი​: ვიცი, რომ ქართველი ხალხი განსაკუთრებულად აფასებს დამოუკიდებლობას - ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კარენ დონფრიდი 15 და 16 ივნისს ეწვევა აზერბაიჯანს, სადაც პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, მთავრობის სხვა წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდება. მდივნის თანაშემწე დააფიქსირებს აშშ-ის მხარდაჭერას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ძალისხმევისადმი, რომელიც მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისკენ და მადლობას გადაუხდის აზერბაიჯანს უკრაინისადმი ჰუმანიტარული მხარდაჭერისთვის. ამასთან, კარენ დონფრიდი ხაზს გაუსვამს პარტნიორობას ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობის, ტრანსნაციონალურ საფრთხეებთან ბრძოლის, ფუნდამენტური თავისუფლებების მხარდაჭერის, ორმხრივი ვაჭრობის განვითარებისა და ინვესტირების მიმართულებით. 17 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისს ეწვევა, სადაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ „ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა.  დონფრიდი ასევე შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ასევე შეხვდება ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მხარეები განიხილავენ კრემლის არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს გზებს, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს, უზრუნველყოს შემდგომი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით წინსვლის, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და წარმატებული მომავლის შენების საკითხში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 18 ივნისს გაემგზავრება სომხეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. მდივნის თანაშემწე გამოხატავს აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისკენ. „კარენ დონფრიდი ხაზს გაუსვამს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და სომხეთის დემოკრატიული განვითარებისადმი ჩვენს ორმხრივ ერთგულებას ეფუძნება“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ვიზიტი საქართველოში იწყება

17 ივნისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი საქართველოს ეწვევა, სადაც ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ორგანიზებულ „ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე“ სიტყვით გამოვა.  კარენ დონფრიდი აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს ეწვევა დონფრიდი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა ოფიციალურ პირებს. სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ასევე შეხვდება ოპოზიციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. მხარეები განიხილავენ კრემლის არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მდივნის თანაშემწე ასევე განიხილავს გზებს, თუ როგორ შეუძლია შეერთებულ შტატებს, უზრუნველყოს შემდგომი მხარდაჭერა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და კანონის უზენაესობის კუთხით წინსვლის, საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და წარმატებული მომავლის შენების საკითხში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე 18 ივნისს გაემგზავრება სომხეთში, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება. მდივნის თანაშემწე გამოხატავს აშშ-ის მხარდაჭერას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიმართულია მშვიდობის უზრუნველყოფისკენ. „კარენ დონფრიდი ხაზს გაუსვამს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და სომხეთის დემოკრატიული განვითარებისადმი ჩვენს ორმხრივ ერთგულებას ეფუძნება“, - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში.

პუტინის მცდელობის ფონზე, ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებლობას, ამერიკა უკრაინის და საქართველოს მხარდაჭერას განაგრძობს - კარენ დონფრიდი

„ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. პუტინის მცდელობის ფონზე, რომ კიდევ ერთხელ ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებლობას, ამერიკა აგრძელებს უკრაინის, საქართველოსა და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას, რომლებმაც იწვნიეს კრემლის აგრესია“, - ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე – „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გაიმართა. „აშშ ამაყად განაგრძობს ჩვენი როლის შესრულებას, წინა ხაზზე მდგარი ქალების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ უსაფრთხოებასა და მშვიდობაზე, რომლებიც ამავე დროს, აძლიერებენ ქალთა და გოგონათა უსაფრთხოებას. ჩვენ ვიცით, რომ ქალები ჩართული არიან მშვიდობის, უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობაში და ეს თავისთავად აძლიერებს ჩვენს კეთილდღეობას. მინდა, გამოვეხმაურო ქალბატონი ზურაბიშვილის ნათქვამს ამ მნიშვნელოვან თემატიკაზე და ჩვენს მოწვევას ღონისძიებაზე. თქვენ მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ქალებს თავს გვიყრით და ეს არის განსაკუთრებული. ქალბატონო პრეზიდენტო, თქვენ გვაჩვენეთ შეუვალი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ, რომელთა წინაშეც ყოველგვარი მიზეზთა გარეშე გამოუწვეველი ომი წამოიწყო მტერმა. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა თქვენს ლიდერობასა და სიმამაცეს. უკანასკნელმა რამდენიმე თვემ აჩვენა, რა არის კრემლის აგრესია და სიმხეცე. ვიცი, რომ ქართველ ქალებსა და გოგონებს ამის შეხსენება არ სჭირდებათ. ქართველებმა ეს რეალობა უკვე იწვნიეს უკანასკნელი 14 წლის განმავლობაში. თავისთავად, ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ოკუპაციას, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. პუტინის მცდელობის ფონზე, რომ კიდევ ერთხელ ძირი გამოუთხაროს დამოუკიდებლობას, ამერიკა აგრძელებს უკრაინის, საქართველოსა და ნებისმიერი სხვა ქვეყნის მხარდაჭერას, რომლებმაც იწვნიეს კრემლის აგრესია“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა. მისივე თქმით, აშშ-ს სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი, ძლიერი უკრაინა და მხარს უჭერენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მისივე თქმით, ამავე დროს, აშშ აგრძელებს ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა გააძლიერონ საქართველოს თავდაცვის უნარი. „ჩვენს პარტნიორებთან ერთად უზრუნველვყოფთ, რომ ამ აგრესიის ომს პუტინი ვერ მოიგებს, უკრაინა ამ ომიდან გამოვა ყველასათვის თვალსაჩინოდ, რომ მას აქვს სხვების მსგავსად საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება. 6 მილიარდ 300 მილიონი დოლარი გამოყო აშშ-მა უკრაინელებისთვის ეკონომიკური, სოციალური თუ სხვა მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, რათა მათმა ძალისხმევამ გაიმარჯვოს. აშშ-ს სურს დემოკრატიული, დამოუკიდებელი და ძლიერი უკრაინა, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, აგრესიის წინაშე საკუთარი თავი დაიცვას. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ პარტნიორებთან ერთად მუშაობას, რათა გავაძლიეროთ საქართველოს თავდაცვის უნარი ისევე, როგორც მედეგობა რუსული ზეგავლენის წინაშე, მათ შორის ეკონომიკისა თუ კიბერუსაფრთხოების წინაშე. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინაში, ისევე, როგორც შეწყვიტოს საქართველოს ნაწილების ოკუპაცია, რაც იწვევს უდანაშაულო ხალხის ტკივილს. მაგრამ ჩვენ მხოლოდ არ ვითხოვთ კრემლის აგრესიის დასრულებას. მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, რომ მათაც ჰქონდეთ იგივე ინსტრუმენტები, რათა დაიცვან თავი ამ მტრული ზრახვებისგან. ახლა გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან, ალიანსის წევრებთან, რათა მხარი დავუჭიროთ ევროპის უსაფრთხოებას. აქვე მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, ხალხს უკრაინელი ლტოლვილების მიღებისთვის, ჰუმანიტარული დახმარების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დონეზე მხარდაჭერის ჩვენებისთვის. მინდა, ყველას მოგიწოდოთ, გამოვიყენოთ დღევანდელი კონფერენცია, რათა მოვიძიოთ ახალი შესაძლებლობები, გავაძლიეროთ ქალთა ჩართულობა უსაფრთხოების საკითხებში და ზოგადად, გენდერული თანასწორობა. როგორც უკვე ქალბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, ქალები მუშაობენ ყველა ქართველის დასაცავად, ისინი საუბრობენ სიმართლის წინ წამოსაწევად, თამარ მეფიდან დაწყებული ქალბატონი პრეზიდენტის ჩათვლით, ყველა ეს ძალისხმევა და თავისთავად ყველა გასაკეთებელი, რაც ჩვენ წინაშე დგას, უნდა გავაგრძელოთ, რათა მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას. ვიცით, რომ ქალთა მნიშვნელოვანი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე უფრო აძლიერებს ჩვენს კეთლილდღეობას, ისევე, როგორც უსაფრთხოებას. ჩვენი ვალდებულებაა, ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალადობის აღმოსაფხვრელად, ისევე, როგორც გენდერული ნიშნით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაული კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს. ამავე დროს, გავაგრძელებთ იმ ქალთა მხარდაჭერას, რომლებიც რუსული აგრესიის შედეგად იძულებით გადაადგილებული არიან, რათა მათ შეძლონ საკუთარი თავისთვის, მათი ოჯახებისა და თემებისთვის უსაფრთხოების, კეთილდღეობის უზრუნველყოფა. არც ერთი ეს გამოწვევა მარტივად გადასაჭრელი არ არის, მაგრამ ერთად მუშაობით დარწმუნებული ვარ, ქართველები შეძლებენ უფრო ძლიერი, უსაფრთხო საქართველოს აშენებას. იმავე ლაიტმოტივით მჯერა, რომ თითოეული ჩვენგანი ერთად მუშაობით შევძლებთ იმ გამოწვევების დაძლევას, რომლებსაც ვაწყდებით ასეთი ტურბულენტური გარემოს პირობებში“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.

დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს შეხვდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი, აშშ-ში საქართველოს საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.  საქართველოს საელჩოს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს ერთგულებას 12-პუნქტიანი გეგმის და რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის მიმართ და მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის.  

კარენ დონფრიდი საქართველოს მთავრობას რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდებს

სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობა და ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტები იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხვილვის საგანი. შეკრებას დემოკრატი სენატორი, კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი უძღვებოდა. მან რეგიონში აშშ-ის ინტერესების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სხდომაზე მიწვეული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი. „ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ რა აშშ-ის ინტერესების წინსვლისთვის რეგიონში, მე მივესალმები და ვაფასებ თქვენს რჩევას. სომხეთსა და აზერბაიჯანს ისტორიული შესაძლებლობა აქვთ, დაამყარონ გრძელვადიანი მშვიდობა“, - განაცხადა დონფრიდმა და ამ კონტექსტში მდივან ბლინკენის ძალისხმევას გაუსვა ხაზი, რომელმაც არაერთი შეხვედრა და სატელეფონო ზარი გამართა მხარეებთან. „ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანისა და სომხეთის წახალისებას, რომ მათ განაგრძონ მოლაპარაკებები და ამას ვაკეთებთ მჭიდრო პარტნიორობით ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან. ჩვენ დადებითად ვაფასებთ თურქეთისა და სომხეთის დიალოგს ურთიერთობების ნორმალიზებაზე და ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. რეგიონში სტაბილურობის გაზრდის პოტენციალი ჩნდება. ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და სასტიკი ომის ფონზე“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. ამერიკელი დიპლომატის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესში შედის. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის ურთიერთობები სომხეთთან, არასდროს ყოფილა ასეთი მყარი. კარენ დონფრიდის თქმით, ის მომავალ კვირას ერევანში დაგეგმილ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ადამიანის უფლებების საკითხი, აზერბაიჯანისთვის გამოწვევად რჩება. „ამერიკელი ხალხი დიდი ხანია, სოლიდარულია საქართველოს მისწრაფებისადმი, იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა, საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, ვმუშაობთ საერთო მიზნისკენ - საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. აშშ-მ საქართველოს დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა. მისივე თქმით, აშშ ეხმარება ქართველი სამხედროების წვრთნებს, რომ მათ შეძლონ ქვეყნის ტერიტორიის დაცვა. „ეს დახმარება მხარს უჭერს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელონ საჭირო რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სამხრეთ კავკასიის ხალხი იმსახურებს მშვიდობას, ეს ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხარს ამ მიზანს“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. 

კარენ დონფრიდი: ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის განცხადებებთან და ქმედებებთან დაკავშირებით

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის კარენ დონფრიდის განცხადებით, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის ქმედება და განცხადებები, რომლებზეც შტატები შეშფოთებას გამოთქვამს, არ გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს. „ჩვენ გამოვთქვით წუხილები იმ შემაშფოთებელ განცხადებებთან და ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან ვიხილეთ, მაგრამ არ ვფიქრობ, ეს გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. მისი ეს განცხადება მოჰყვა სენატორ ჯინ შაჰინის შენიშვნას იმის შესახებ, რომ „საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე“. სენატორი შაჰინი დონფრიდის მოსაზრებას დაეთანხმა, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ საჭიროა, მთავრობა უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყოს ხალხის წინაშე. „საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ვიფიქროთ იმ ვარიანტების შესახებ, რომლებიც ჩვენ უნდა ვცადოთ და პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ ამისთვის, რადგან მათ იცოდნენ, რომ არსებობს შედეგები და ზოგიერთი ასეთი შედეგი შეიძლება, იყოს ისეთი სახის დახმარება, რომელიც ჩვენ მზად ვართ, გაგიწიოთ. მე სრულიად ვეთანხმები, რომ ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე აქ, ეს მათი მთავრობაა, მაგრამ რაღაც მომენტში მათ უნდა მოითხოვონ თავიანთი ხელისუფლებისგან მეტი პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო ხანგრძლივი დისკუსიით შევძლებთ ამ თემაზე საუბარს, რადგან ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვა გზებზე, რომლითაც შეგვიძლია, დაგეხმაროთ, რადგან, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, როგორც ჩანს, არ მუშაობს“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა.

კარენ დონფრიდის თქმით, აშშ-მ საქართველოს დახმარების სახით, $6 მილიარდზე მეტი გამოუყო

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გაწეულ დახმარებაზე ისაუბრა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს. მთავარი გზავნილები მისი თქმით, ამერიკელი ხალხი დიდი ხანია, სოლიდარულია საქართველოს მისწრაფებისადმი, იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დონფრიდის თქმით, ბოლო 30 წლის განმავლობაში, აშშ და საქართველო გახდნენ სტრატეგიული პარტნიორები და მუშაობენ საერთო მიზნისკენ - საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. მისივე თქმით, აშშ ეხმარება ქართველი სამხედროების წვრთნებს, რომ მათ შეძლონ ქვეყნის ტერიტორიის დაცვა. კელი დეგნანი: ბოლო 30 წლის განმავლობაში, საქართველოს ექვს მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გავუწიეთ „ეს დახმარება მხარს უჭერს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელონ საჭირო რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ-ის ელჩის ფონდი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად: 21 პროექტი 21 წლის განმავლობაში სამხრეთ კავკასიის ხალხი იმსახურებს მშვიდობას, ეს ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხარს ამ მიზანს“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა. ForeignAssistance.gov - ის მიხედვით, 2020 წელს, საქართველომ ფინანსური დახმარების სახით, $169 824 928, 2021 წელს - $53 417 072, 2022 წელს კი  - $13 505 027 მიიღო. პლატფორმის მიხედვით, 2021-22 წლის მონაცემები, ანგარიშში ნაწილობრივადაა წარმოდგენილი. 

კარენ დონფრიდი: კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკა, ძირს უთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას

საქართველოში ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკაა. მინდა, ვუთხრა კომიტეტის წევრებს, რომ ის არის საქართველოში აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელი და მე მას მხარს დავუჭერ ნებისმიერ დროს, - განაცხადა ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე, სადაც კავკასიაში აშშ-ის ჩართულობა განიხილებოდა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს. მთავარი გზავნილები „ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არიან ჯგუფები, რომლებიც არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგიერთ მათგანს, რომელიც უაღრესად და არასწორად კრიტიკულია ელჩის მიმართ, აქვს ახლო კავშირები მთავრობასთან და ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს უთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობა და ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტები იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხვილვის საგანი. შეკრებას დემოკრატი სენატორი, კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი უძღვებოდა. სხდომაზე მიწვეული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი. მან რეგიონში აშშ-ის ინტერესების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს. მთავარი გზავნილები

სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ჩართულობა და ბაიდენის ადმინისტრაციის პრიორიტეტები იყო სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განხვილვის საგანი. შეკრებას დემოკრატი სენატორი, კომიტეტის თავმჯდომარე ბობ მენენდესი უძღვებოდა. სხდომაზე მიწვეული იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კარენ დონფრიდი. მან რეგიონში აშშ-ის ინტერესების გააქტიურების მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ რა აშშ-ის ინტერესების წინსვლისთვის რეგიონში, მე მივესალმები და ვაფასებ თქვენს რჩევას. სომხეთსა და აზერბაიჯანს ისტორიული შესაძლებლობა აქვთ, დაამყარონ გრძელვადიანი მშვიდობა“, - განაცხადა დონფრიდმა და ამ კონტექსტში მდივან ბლინკენის ძალისხმებას გაუსვა ხაზი, რომელმაც არაერთი შეხვედრა და სატელეფონო ზარი გამართა მხარეებთან. „ჩვენ გავაგრძელებთ აზერბაიჯანისა და სომხეთის წახალისებას, რომ მათ განაგრძონ მოლაპარაკებები და ამას ვაკეთებთ მჭიდრო პარტნიორობით ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან. ჩვენ დადებითად ვაფასებთ თურქეთისა და სომხეთის დიალოგს ურთიერთობების ნორმალიზებაზე და ჩვენ გვსურს, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს. რეგიონში სტაბილურობის გაზრდის პოტენციალი ჩნდება. ეს ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელი და სასტიკი ომის ფონზე“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესია. მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის ურთიერთობები სომხეთთან, არასდროს ყოფილა ასეთი მყარი. კარენ დონფრიდის თქმით, ის მომავალ კვირას ერევანში გამართულ დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, ადამიანის უფლებების საკითხი, აზერბაიჯანისთვის გამოწვევად რჩება. „ამერიკელი ხალხი დიდი ხანია, სოლიდარულია საქართველოს მისწრაფებისადმი, იყოს თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული ქვეყანა, საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში. ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ გავხდით სტრატეგიული პარტნიორები, ვმუშაობთ საერთო მიზნისკენ - საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ ოჯახში. აშშ-მ საქართველოს დახმარების სახით, 6 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა. მისივე თქმით, აშშ ეხმარება ქართველი სამხედროების წვრთნებს, რომ მათ შეძლონ ქვეყნის ტერიტორიის დაცვა. „ეს დახმარება მხარს უჭერს დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ეკონომიკურ განვითარებას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, განახორციელონ საჭირო რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. სამხრეთ კავკასიის ხალხი იმსახურებს მშვიდობას, ეს ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხარს ამ მიზანს“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა.  ამავე სხდომაზე კარენ დონფრიდს ჰკითხეს, რა სტრატეგია აქვს ამერიკას საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დაკავშირებით და როგორ უნდა იყოს პროგრესი მიღწეული. „აშშ საქართველოს ახლო პარტნიორია ქვეყნის დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში. ამ პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მათ შორის ევროატლანტიკური კავშირების განვითარებით“, - აღნიშნა კარენ დონფრიდმა. სენატორ ბენ კარდინის კითხვას, ვხედავთ თუ არა პროგრესს ახლა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ უპასუხა: კარენ დონფრიდმა საქართველოში ვიზიტი გაიხსენა, იმ პერიოდში ქვეყანა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების (კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, რედ.) მოლოდინში იყო. „მე ვიყავი საქართველოში იმ დღეს, როდესაც ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ კვირაში ევროპული საბჭოსგან მოვიდა, რომ საქართველოს მიენიჭებოდა ევროპული პერსპექტივა, როცა უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ და ეს ძალიან ემოციური იყო საქართველოში. მქონდა ლანჩი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, რომლებიც ცრემლებს ვერ იკავებდნენ, რადგან საქართველო, როგორც იცით, იყო ლიდერი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ის, რაც საქართველოსთან დაკავშირებით მაწუხებს... ქართველების 85 პროცენტი მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებას და ვფიქრობ, ეს ახდენს ზეწოლას მთავრობაზე. ჩვენ ვეუბნებით საქართველოს მთავრობას, რომ ვუერთდებით ევროკავშირის იმ რეფორმების სიას, რომლის გატარებისკენაც ევროკავშირი მოგიწოდებთ კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ჩვენ ყველანი ვიმედოვნებთ, რომ თქვენ განახორციელებთ ამ რეფორმებს და ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ პროგრესი იქნება, მაგრამ ჩვენ აბსოლუტურად შეშფოთებულები ვართ, რომ დღეს პროგრესის ნაკლებობა არსებობს. თქვენ საუბრობდით ჩვენი ელჩის მიმართ კრიტიკაზე. „საქართველოში ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკაა. მინდა ვუთხრა კომიტეტის წევრებს, რომ ის არის საქართველოში აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელი და მე მას მხარს დავუჭერ ნებისმიერ დროს ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არიან ჯგუფები, რომლებიც არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგიერთ მათგანს, რომელიც უაღრესად და არასწორად კრიტიკულია ელჩის მიმართ, აქვს ახლო კავშირები მთავრობასთან და ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობა“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ. „მინდა ყველას შევახსენო, რომ რუსეთი აგრძელებს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციას და სურს, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს საქართველოს დამოუკიდებლობაზე, მის აშშ-სთან ურთიერთობებზე და მის დემოკრატიაზე. ასე, რომ მჯერა, რომ ჩვენი უწყვეტი ჩართულობა და მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის და სამხრეთ კავკასიისთვის“, - დაამატა კარენ დონფრიდმა. ამის შემდეგ, სხდომა სენატორმა ჯინ შაჰინმა განაგრძო. ჯინ შაჰინმა კავკასიაში მშვიდობის დამყარებისთვის საქართველოს მხრიდან პოზიტიურ მცდელობებს ხაზი გაუსვა, თუმცა აღნიშნა, რომ რეალობა ისაა, რომ საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა. „ჩვენ მნიშვნელოვან დახმარებას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. მე, ერთი მხრივ ვამტკიცებ, რომ ეს დახმარება, შესაძლოა, საქართველოს ქმედებებს უნდა დავუკავშიროთ, მაგრამ ბიუჯეტზე მოლაპარაკების ბოლო რაუნდისას, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირებმა და პალატის წევრებმა დამარწმუნეს, რომ ამის გაკეთება შესაძლოა, არ იყოს კარგი, მაგრამ ჩემი აზრით, საჭიროა, ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოზე", - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა. „ჩვენ გამოვთქვით წუხილები იმ შემაშფოთებელ განცხადებებთან და ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის მხრიდან ვიხილეთ, მაგრამ როგორც აღვნიშნე, არ ვფიქრობ, ეს გამოხატავს ქართველი ხალხის უმრავლესობის აზრს“, - უპასუხა კარენ დონფრიდმა. სენატორი შაჰინი დონფრიდის მოსაზრებას დაეთანხმა, თუმცა ამავე დროს აღნიშნა, რომ საჭიროა, მთავრობა უფრო მეტად ანგარიშვალდებული იყოს ხალხის წინაშე. „საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ვიფიქროთ იმ ვარიანტების შესახებ, რომლებიც ჩვენ უნდა ვცადოთ და პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ ამისთვის, რადგან მათ იცოდნენ, რომ არსებობს შედეგები და ზოგიერთი ასეთი შედეგი შეიძლება, იყოს ისეთი სახის დახმარება, რომელიც ჩვენ მზად ვართ, გაგიწიოთ. მე სრულიად ვეთანხმები, რომ ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე აქ, ეს მათი მთავრობაა, მაგრამ მათ უნდა მოითხოვონ თავიანთი ხელისუფლებისგან მეტი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც სენატორმა გაამახვილა ყურადღება, შავი ზღვის რეგიონია. ჯინ შაჰინმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია კოორდინირებული სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, როდესაც რუსეთის ომს აწარმოებს უკრაინაში. სენატორმა ჯინ შაჰინმა კარენ დონფრიდს ჰკითხა, აქვს თუ არა რაიმე მსგავსი სტრატეგია ამერიკას. ბენ ჰოჯესი: ბაიდენის ადმინისტრაციამ უნდა გამოაცხადოს შავი ზღვის რეგიონის ყოვლისმომცველი სტრატეგია „ეჭვგარეშეა, რომ უკრაინაში რუსეთის სასტიკი აგრესიის შემდეგ, ყველა ჩვენგანი ამახვილებს ყურადღებას შავი ზღვის რეგიონის მიმათ. რა თქმა უნდა, NATO რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს სერიოზულად ეკიდება და ჩვენი ხედვაა, რომ ეს რეგიონი ახლა უფრო რთულია, ვიდრე ის იყო 2022 წლის თებერვლამდე. ვფიქრობ, არ არსებობს შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვფიქრობთ რეგიონზე და აშშ-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჩართულობა რეგიონში, ახლა განსხვავებულია, ვიდრე ეს იყო ომამდე. თუმცა ამჟამად, აშშ კონცენტრირებულია იმაზე, რომ უზრუნველყოს უკრაინის გამარჯვება ამ ომში, რადგანაც ეს დიდწილად, საფუძველი გახდება იმისა, თუ როგორ ვიფიქრებთ შავი ზღვის სტრატეგიაზე. მივესალმები იმას, თუ როგორ მუშაობთ თქვენს იდეებზე ამ საკითხთან დაკავშირებით და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს არის ის, რაზეც ჩვენ ფოკუსირებული ვართ“, - განაცხადა კარენ დონფრიდმა. სტრატეგიასთან დაკავშირებით ჯინ შაჰინის დამაზუსტებელი შეკითხვის საპასუხოდ, დონფრიდმა განაცხადა, რომ ამჟამად, კონკრეტული გრაფიკი არ არსებობს.

კარენ დონფრიდი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, დიპლომატიური გადაწყვეტის გზა იპოვონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ კარენ დონფრიდმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა, ლაჩინის დერეფნის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, დიპლომატიური გადაწყვეტის გზა იპოვონ. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ დონფრიდმა მოუწოდა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს არარატ მირზოიანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ დიპლომატიური გადაწყვეტის გზების მოძიებაში, რათა დაუშვან საქონლის გადაადგილება ლაჩინის დერეფნის გავლით. ფილიპ რიკერმა თანამდებობა დატოვა „სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ორივე მინისტრს მოუწოდა, ხელახლა ჩაერთონ გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის პროცესში“, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროს განცხადებაში სომხური მედიის ცნობით.  

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი თანამდებობას ტოვებს

აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი ევროპაში კარენ დონფრიდი თანამდებობას დატოვებს, რათა ფოკუსირება მოახდინოს მის ოჯახზე. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს. „კარენ დონფრიდმა ოსტატურად მოახერხა ჩვენი ურთიერთობის დამყარება ჩვენს ბევრ ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირესთან და პარტნიორთან იმ დროს, როდესაც კრემლის აგრესია საფრთხეს უქმნიდა მშვიდობასა და კეთილდღეობას“, - განაცხადა მდივანმა ბლინკენმა. დონფრიდმა ეს თანამდებობა 2021 წლის სექტემბერში დაიკავა. დონფრიდი ობამას ადმინისტრაციაში, ეროვნული უშიშროების საბჭოში მუშაობდა, უფრო ადრე კი, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო დეპარტამენტის პოლიტიკის დაგეგმვის ჯგუფის წევრი იყო. კარენ დონფრიდი გასული წლის ივნისში საქართველოში იმყოფებოდა.